

შენი მობილური საფულე!
რეგისტრაცია ძალიან მარტივია!
გააციფრულეთ თქვენი საბანკო ბარათები!
გადაიხადეთ თიბისი საფულით მარტივად და კომფორტულად!
თიბისი საფულით სარგებლობა საიმედო და უსაფრთხოა!
დაგროვებითი და ფასდაკლების ბარათები თქვენს ციფრულ საფულეში
თიბისი საფულით სარგებლობა შეუძლია თიბისი ბანკის ყველა კლიენტს, ვისაც აქვს:
მობილურ ტელეფონს უნდა ჰქონდეს:
აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Google Play-დან.
ამისთვის საჭიროა:
თიბისი საფულით რომ ისარგებლოთ საჭიროა, იყოთ თიბისის ინტერნეტბანკის/მობაილბანკის მომხმარებელი.
თიბისი საფულის აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
1. ავტორიზაციის გვერდი: შეიყვანეთ თიბისის ინტერნეტბანკის/მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი
2. SMS ავტორიზაცია: შესაბამის ველში შეიყვანეთ თქვენს ნომერზე გამოგზავნილი კოდი. თუ დაფიქსირებული მობილურის ნომერი არ ემთხვევა თქვენს რეალურ ნომერს, უნდა შეცვალოთ ტელეფონის ნომერი ინტერნეტბანკის საშუალებით ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს.
3. პასკოდის დაყენება: აირჩიეთ თქვენთვის სასურველი 5-ნიშნა პასკოდი, რისი საშუალებითაც თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ აპლიაციაში შესვლას.
4. თითის ანაბეჭდის ფუნქცია (თუ თქვენს ტელეფონს ეს ფუნქცია არ აქვს, გამოტოვეთ ეს საფეხური) : თუ თქვენს ტელეფონს აქვს თითის ანაბეჭდით ტელეფონის განბლოკვის ფუნქცია, აპლიკაცია შემოგთავაზებთ თიბისი საფულისთვის თითის ანაბეჭდით ავტორიზაციის ჩართვას. ჩართვის შემთხვევაში, თიბისი საფულეში შესვლას შეძლებთ უკვე თითის ანაბეჭდით.
როდესაც აპლიკაციის მომხმარებელი ხართ და ახალი ბარათების დამატება გსურთ:
1. მთავარ გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ თქვენს პროფილის სურათს, თქვენი სახელის და გვარის გვერდით. შედეგად, გახსნით მთავარ მენიუს
2. დააჭირეთ ღილაკს „ბარათების მართვა“
3. გამოგიჩნდებათ თქვენი აქტიური ბარათების ჩამონათვალი, აირჩიეთ სასურველი ბარათ(ებ)ი და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგ“
4. აირჩიეთ ძირითადი ბარათი, რომელიც გამოიყენება გადახდების შესასრულებლად თიბისი საფულის გახსნის გარეშე. (იხ. კითხვა „რა არის გადახდის მეთოდი?“)
5. ბარათ(ებ)ის დამატებას რამდენიმე წუთი სჭირდება, რის შემდეგაც ბარათები გამოგიჩნდებათ მთავარ გვერდზე
როდესაც აპლიკაციას იყენებთ პირველად, მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ბარათების დამატება“ და გაიარეთ ზემოთ ჩამოთვლილი საფეხურები მე-3 საფეხურიდან
თიბისი საფულით გადახდა იგივენაირად ხდება, როგორც პლასტიკური ბარათით:
იხ. მეტი გადახდის რეჟიმების შესახებ.
თიბისი საფულით გადახდისას დაგერიცხებათ უფრო მეტი ერთგული ქულა, ვიდრე სტანდარტული ბარათით გადახდის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ, რომ საკრედიტო ბარათების შემთხვევაში, ქულების ნაწილი დაგერიცხებათ მეორე სამუშაო დღეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაგერიცხებათ არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა
თიბისი საფულით ერთგული ქულების გახარჯვა და განვადების გაკეთება არ არის შესაძლებელი
აპლიკაციას აქვს 2 გადახდის მეთოდი, რომლის არჩევაც შეიძლება პარამეტრებიდან
გადახდა აპლიკაციაში შესვლით: ეს სტანდარტული გადახდის რეჟიმია, რომელიც დაყენებულია აპლიკაციის პირველადი მოხმარებისას. იმისთვის, რომ გადაიხადოთ ამ მეთოდით, აუცილებელია, გახსნათ აპლიკაცია, აირჩიოთ სასურველი ბარათი თითის ასმით და ამის შემდეგ მიიტანოთ ტელეფონი ტერმინალთან.
გადახდა ტელეფონის განბლოკვით: ეს გადახდის უფრო მარტივი მეთოდია, ამ შემთხვევაში აპლიკაციის გახსნა საჭირო არ არის, უბრალოდ უნდა განბლოკოთ თქვენი ტელეფონი. ამის შემდეგ მიიტანეთ ტელეფონი ტერმინალთან.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ ამ რეჟიმით, აუცილებელია, ტელეფონზე გეყენოთ ეკრანის განბლოკვის შესაბამისი უსაფრთხოება (პასკოდი, თითის ანაბეჭდი...). მარტივი მეთოდით გადახდა შეგიძლიათ მხოლოდ 45 ლარამდე. 45 ლარს ზემოთ მარტივი მეთოდით გადახდისას, აპლიკაცია ავტომატურად გაიხსნება და დაგჭირდებათ აპლიკაციაში შესვლა. შესვლის შემდეგ კვლავ უნდა დაადოთ ტელეფონი ტერმინალს, რითაც დასრულდება გადახდა.
ბარათის ან მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში :
უსაფრთხოების მიზნით, თიბისი ბანკის წარმომადგენელი ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, დაბლოკავს ბარათს, ხოლო დაკარგული მობილურის შემთხვევაში დაბლოკავს თქვენს აპლიკაციას.
იხ. მეტი როგორ აღვადგინო დავიწყებული პასკოდი.
თუ აპლიკაციაში შესვლის შემდეგ რომელიმე ბარათი აღარ გიჩანთ, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს:
ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შეტყობინებას აპლიკაციაში შესვლისთანავე.
ბარათთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაგებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 32) 227 27 27
ბარათს შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ ამატებდეთ:
დეტალური ინფორმაციის გასაგებად დავიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 32) 227 27 27
გადახდების პრობლემებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი:
თიბისი საფულეში, ასევე, შეგიძლიათ ბარათით შესრულებული ტრანზაქციების ნახვა
რა არის თიბისი საფულე?
შეიმსუბუქეთ საფულე, დაამატეთ თიბისის ყველა ბარათი, გადაიხადეთ მარტივად და პირველივე გადახდისას მიიღეთ 5, 50 ან 100 ლარი საჩუქრად.
საჩუქრის მისაღებად საჭიროა:
ვის შეუძლია თიბისი საფულით სარგებლობა?
როგორ მოხდება საჩუქრის მიღება?
ყოველ ორშაბათს და პარასკევს მოხდება მომხმარებლებისთვის 5, 50 ან 100 ლარის დარიცხვა. სულ დაერიცხება 15'000 მომხმარებელს
ჯერ არ სარგებლობთ თიბისი საფულით?
აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ Google Play-დან და მარტივად დარეგისტრირდეთ თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლის სახელით და პაროლით.
აპლიკაციის გადმოსაწერად - დააჭირეთ აქ